ვიტამინო-მინერალური კომპლექსი მომავალი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს ორსულობის ოპტიმალურ კურსს და ამცირებს ნაყოფში თანდაყოლილი ანომალიების რისკს. ორსულობის დაგეგმვისას, რეკომენდებულია ორივე მშობლის მიერ მიღება ჩასახვამდე 3-4 თვით ადრე.
პგცმ ომეგა-3 (დჰა)
ერთ -ერთი მთავარი კომპონენტია მომავალი დედისა და მისი ბავშვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. დჰა გადის პლაცენტაში და მონაწილეობს ბავშვის ტვინის, ნერვული სისტემის და თვალების განვითარებაში. დჰა ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას, გულის მუშაობის ნორმალიზებას და ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ორსულ ქალებში დჰა – ს საკმარისი დონე ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს.
ვიტამინი D
განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის დროს, რადგან მის გარეშე კალციუმი შეიწოვება უფრო მცირე დოზით. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი, რომლის ერთ -ერთი გამოვლინებაა ჩონჩხის არასწორი ფორმაცია.
B ჯგუფის ვიტამინები
მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მეტაბოლურ პროცესებში ნაყოფის ფორმირების დროს. ვიტამინების B9 და B12 დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირების დარღვევა, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, მუცლის მოშლა და ნაადრევი მშობიარობის რისკი.
ვიტამინიЕ და ნიაცინი
ისინი აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისა და პლაცენტის ფუნქციონირებისათვის, კერძოდ, ისინი მონაწილეობენ ბავშვის სასუნთქი სისტემის ფორმირებაში. თავიდან აცილებენ ნაადრევი მშობიარობის შესაძლო საფრთხეებს.
სელენიუმი და თუთია
აფერხებენ ბავშვის თანდაყოლილი ანომალიების გაჩენის რისკს (კუნთების სისუსტე, ხერხემლის განუვითარებლობა, გულის დეფექტები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ნერვული დარღვევები). ამ მინერალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გვიანი ტოქსიკოზის, შეშუპების, ანემიის და ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება.
იოდი
აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ორსულობის დროს ამ ელემენტის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა დედაში და თირეოიდული დარღვევების განვითარება ბავშვში.
მოზრდილებს - 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
პგცმ ომეგა 3, ვიტამინი E, ნიკოტინამიდი, პანტოტენინის მჟავა, ვიტამინი B12, თუთია, ვიტამინი B6, სელენიუმი, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ფოლიუმის მჟავა, იოდი, ვიტამინი D3, ბიოტინი, დამხმარე კომპონენტები.