ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების სწრაფ აღდგენას და უჯრედების სრული სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ოქსიდაციური სტრესის პირობებშიც კი.
გამოშვების ფორმა შუშხუნა ტაბლეტების სახით ზრდის კალიუმის ბიოშეღწევადობას ორგანიზმისთვის, ხოლო შემადგენლობაში შემავალი რიბოზა და ვიტამინი C ახორციელებენ კალიუმის მიზანმიმართულ მიწოდებას უჯრედში.
კალიუმი
შედის ყველა უჯრედშიდა სითხეში და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას. მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისა და გულის ნორმალური რითმისთვის. ჩვენი შრომისუნარიანობა და ენერგიულობა დამოკიდებულია ორგანიზმში ამ მინერალის დონეზე; როდესაც ის მცირდება (ძლიერი ფიზიკური ან გონებრივი აქტივობის, სტრესის, დაუბალანსებელი კვების გამო), ადამიანი გრძნობს ძალების დაკარგვას და სწრაფად იღლება.
ვიტამინი
ხელს უწყობს კუნთებსა და ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ხელს უწყობს ცილების უკეთეს ათვისებას. ვიტამინი C იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან. მისი წყალობით ორგანიზმი უფრო სწრაფად აღდგება ვარჯიშისა და სტრესის შემდეგ.
რიბოზა
აუცილებელია ატფ მოლეკულების სინთეზისთვის - ენერგიის მთავარი წყარო ორგანიზმში. რიბოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, როდესაც ვარჯიშის (ან სხვა სტრესული სიტუაციების) შემდეგ უჯრედებში ატფ-ის კონცენტრაცია საგრძნობლად მცირდება.