ხელს უწყობს მეხსიერების და კონცენტრაციის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ინტელექტუალურ აქტივობას.
დაპატენტებული კომპლექსი Memophenol™
Memophenol™ კომპლექსი ფრანგული ყურძნისა და ველური კანადური მოცვის ექსტრაქტებიდან, მდიდარია სხვადასხვა პოლიფენოლებით, რაც განაპირობებს მის მაღალ დონეზე ათვისებადობასა და ეფექტურობას. შემუშავებულია საფრანგეთისა და კანადის მეცნიერების მიერ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერების მდგომარეობასა და სწავლის უნარზე პოლიფენოლების სასარგებლო ზემოქმედებაზე დაკვირვების შედეგად. 2017 წელს Memophenol™ დასახელდა საუკეთესო ინგრედიენტად NutraIngredients Awards-ზე "ჯანსაღი დაბერების" (Healthy Aging) კატეგორიაში.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი
მდიდარია მცენარეული პოლიფენოლებით კატექინებით: შეიცავს 95% ეპიგალოკატექინ გალატს (EGCG). კატექინები ანტიოქსიდანტები არიან და მონაწილეობენ ნეირონების ფორმირებასა და აღდგენაში, რაც გავლენას ახდენს მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიან მეხსიერებად გარდაქმნაზე.
В ჯგუფის ვიტამინები (В6, В9, В12)
ხელს უწყობს ნერვულ სისტემას და ენერგიის საკმარის დონეს მთელი დღის განმავლობაში, ამცირებს სტრესის ეფექტსა და ასტიმულირებს ტვინს. ფოლიუმის მჟავის Extrafolate-S™ (ვიტამინი B9), პირიდოქსალი 5-ფოსფატი (ვიტამინი B6) და მეთილკობალამინი (ვიტამინი B12) არის ვიტამინების ბიოაქტიური ფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმში მაღალ ბიოშეღწევადობას.