ხელს უწყობს სახსრების მოქნილობისა და მოძრაობის შენარჩუნებას, ამცირებს შებოჭილობის შეგრძნებას. შემადგენლობაში თავმოყრილია აქტიური კომპონენტები, ცნობილი თავისი გამაძლიერებელი მოქმედებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე: გლუკოზამინი, ქონდროიტინი, მსმ, მანგანუმი, ბამბუკი და ვიტამინი С.
გლუკოზამინი
ეს არის სახსარსშიდა სითხის მთავარი კომპონენტი, რომელიც ახორციელებს სახსრების "გაპოხვას", ამცირებს ხრტილის ხახუნსა და ცვეთას, ასტიმულირებს ქონდროიტინის გამომუშავებას ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილების გასამაგრებლად.
ქონდროიტინის სულფატი
სახსრებისა და ხრტილების მთავარი კომპონენტი. აძლიერებს მათ სტრუქტურას, აჩქარებს აღდგენის პროცესს, აფერხებს კალციუმის გამოდევნას ძვლებიდან.
მსმ
აქტიურად მონაწილეობს კოლაგენისა და კერატინის ფორმირებაში, ხელს უწყობს სახსრების ელასტიურობასა და მოძრაობას.
ვიტამინი С
მსმ-თან ერთად ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
მოზრდილებს - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
გლუკოზამინი, ქონდროიტინი, მეთილსულფონილმეთანი, ვიტამინი C, ბამბუკის ექსტრაქტი, მანგანუმი, დამხმარე კომპონენტები.