მცენარეული ვენოტონიკების კომპლექსი ფეხებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნების შესამცირებლად. ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გამტკიცებას, სისხლის შედედების თავიდან აცილებასა და ლიმფური ნაკადის გაუმჯობესებას.
დიოსმინი
იღებენ ციტრუსებისგან. ამცირებს სისხლის შედედებას ვენებში, ზრდის სისხლძარღვების ტონუსს, უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობასა და სიმტკიცეს.
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ ნაკადს, აფერხებს ტრომბების წარმოშობას, ამცირებს სისხლძარღვების სპაზმს.
კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი
აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
გოტუ კოლას ფოთლებისა და გინკგო ბილობას ექსტრაქტი
სისხლძარღვების საუკეთესო ბუნებრივი დამცველები. არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას გულის, ტვინის, ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვებში.
ლურჯი მოცვის ექსტრაქტი
უზრუნველყოფს ვენებისა და კაპილარების ელასტიურობასა და მთლიანობას.
მოზრდილებს - 1 კაფსულა დღის პირველ ნახევარში, ჭამის დროს.
დიოსმინი, გოტუ კოლას ბალახის ექსტრაქტი, ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი, ლურჯი მოცვის კენკრის ექსტრაქტი, კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი, გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი, დამხმარე კომპონენტები.