ახალი თაობის ვიტამინო-მინერალური კომპლექსი საღეჭი პასტილების ფორმაში შექმნილია ConCordix ტექნოლოგიის გამოყენებით, შემადგენელი აქტიური კომპონენტების მაღალი ბიოწვდომადობის უზრუნველყოფისათვის. შემუშავებულია ზრდადი ორგანიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, აქვს ფორთოხლის შესანიშნავი გემო და არ შეიცავს შაქარს.
ვიტამინები А, Е და სელენიუმი
აქტიური ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. ზრდიან ფიზიკურ აქტივობას, ეხმარებიან ინტენსიური დატვირთვის შემდგომ აღდგენას.
ვიტამინი D
ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, რაც პირდაპირ მოქმედებს ძვლებისა და კბილების მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის.
В ჯგუფის ვიტამინები
აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. ხელს უწყობს კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე: აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრირების უნარს, სისხარტეს, ეხმარება ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილიზირებას.
იოდი
მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ტვინის სრულფასოვანი განვითარებისთვის, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად.
ქსილიტი, სორბიტი, ნატურალური არომატიზატორები
უზრუნველყოფს ციტრუსის სასიამოვნო გემოსა და სიტკბოს კბილის ემალის უსაფრთხოებასთან ერთად.
მოზრდილებს - 2 საღეჭი პასტილი ერთხეკ დღეში ჭამის დროს.
ვიტამინები А, D3, Е, B6, В12, ფოლიუმის მჟავა, პანთოტენის მჟავა, ქოლინი, იოდი, სელენიუმი, დამხმარე კომპონენტები.