ჭიანჭველას ხის ქერქი აძლიერებს ორგანიზმის დაცვას და ახანგრძლივებს აქტიურ ხანდაზმულობას.
Pau D'Arco Bark:
ჭიანჭველას ხის ქერქი
ჭიანჭველას ხე (ტაბებუია, პაუ დ'არკო) იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ინდიელები პაუ დ'არკოს უწოდებენ ღვთაებრივ ხეს, რომელიც აძლევს სიცოცხლისუნარიანობასა და გამძლეობას, საშუალებას, რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას. ლეგენდა ამბობს, რომ ძველი ინკები აფასებდნენ ამ მცენარეს მისი თვისებების გამო და იყენებდნენ მას მრავალი დაავადების - ანემიის, ყელისა და სასუნთქი გზების და ნაწლავების დაავადებების დროს. ეს სახელი, მას დაერქვა ჭიანჭველების გამო, რომლებიც ქმნიან კოლონიებს მის მერქანში, რომელიც უკიდურესად მდგრადია ტერმიტებისა და სხვადასხვა სოკოების მიმართ.
ყველაზე ღირებულია ჭიანჭველას ხის შიდა ქერქი, რომელიც შეიცავს ლაპაქოლს, ლაპაქენოლს, ქსილოდინს, ფლავონოიდებს, საპონინებს, ალკალოიდებს. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი უზრუნველყოფს საუკეთესო სამკურნალო ეფექტს ორგანიზმზე, კერძოდ, ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, მაკროფაგებსა და T-ლიმფოციტებს, რაც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა პათოგენების მიმართ.