კუკრუმინის ახალი ფორმა, ფლობს განსაკუთრებულ ეფექტურობას. ლიპოსომალური ინკაფსულირების ტექნოლოგია Cureit-ის გაძლიერებულ ფორმულასთან ერთად მნიშვნელოვნად ამაღლებს კურკუმინის ბიოწვდომადობას.
კურკუმა - სანელებელი ინდოეთიდან, რომელსაც უწოდებენ "აღმოსავლეთის ოქროს" არა მხოლოდ მკვეთრი ფერის, არამედ ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისების გამო. ძირითადი მოქმედი ნივთიერება - კურკუმინი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, ძვალ-კუნთოვან სისტემებში სხვადასხვა ანთებითი პროცესის დროს. კურკუმინი, ასევე, ცნობილია როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.
კურკუმინი აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ფუნქციებს, არეგულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში. ამ ფიტონუტრიენტის მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება ასუსტებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელ ზემოქმედებას, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.
კურკუმის გამოყენების მთავარი დაბრკოლება - კურკუმინის დაბალი ბიოწვდომადობა. ეს ნუტრიენტი ცუდად აითვისება და სწრაფად იშლება ორგანიზმში. კურკუმინი, შექმნილი Cureit-ის დაპატენტებული ფორმულის მიხედვით, აითვისება 10-ჯერ უკეთ ჩვეულებრივი კურკუმის ექსტრაქტთან შედარებით. ასევე, პროდუქტის ბიოწვდომადობა გაზრდილია ლიპოსომალური ინკაფსულირების ტექნოლოგიის ხარჯზე. ლიპოსომალური გარსი, რომელიც შედგება ფოსფოლიპიდებისგან, უზრუნველყოფს კურკუმინის მოხვედრას უჯრედული მემბრანის გავლით სტრუქტურული დაშლის გარეშე.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი. მოზრდილებს 5,0 მლ ერთხელ დღეში ჭამის დროს. შესაძლებელია სუფთა სახით მიღება, ან დაამატეთ ჭიქა წყალში ან წვენში. საზომი თავსახური არის კომპლექტში.
გაწმენდილი წყალი, ქსილიტი*, ლეციტინი, გლიცერინი, გრძელი კურკუმის ფესვის ექსტრაქტი ლიპოსომალურ ფორმაში, ქსანტანი, კალიუმის სორბატი, სტევიოლგლიკოზიდი, ალფა-ტოკოფეროლი.